არ არსებობს იდეალური სისტემა, რომელიც პირად ცხოვრებაში ჩარევას გამორიცხავს

არ არსებობს იდეალური სისტემა, რომელიც პირად ცხოვრებაში ჩარევას გამორიცხავს

უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, მსოფლიოში არ არსებობს იდეალური სისტემა, რომელიც ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევას გამორიცხავს.

როგორც ბესელიამ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, საკანონმდებლო პაკეტით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ფუნქციების გაზრდა სურთ.

"კანონში წერია, რომ პეროსნალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ანგარიშვალდებულია პარლამენტთან. ის არის კანონით პასუხისმგებელი პირი, საჯარო და კერძო დაწესებულებებში განახორციელოს მონიტორინგი ინფორმაციის დაცვაზე. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ინსპექტორის უფლებები უნდა იყოს გაზრდილი", - განაცხადა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე.

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებულ კანოპროექტთან შენიშვნები აქვთ საპარლამენტო უმცირესობის წევრებსაც. დეპუტატები იწუნებენ პაკეტით გათვალისწინებულ ორდონიან კონტროლს, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო მოქმედებებს ვერ იწყებს ინსპექტორის თანხმობის გარეშე. აღნიშნული ფუნქციის მინიჭება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ზედამხედველობის ფუნქციას ართმევს.

ეკა ბესელიამ კოლეგებს შესთავაზა, რომ თუ აღნიშნული ჩანაწერისა და ერთეტაპიან კონტროლად გადაკეთების შემთხვევაში დეპუტატები მხარს დაუჭერენ კანონპროექტს, მზად არის, ეს ცვლილება გაითვალისწინოს.

"მომწონს ინსპექტორის კონტროლის მექანიზმის მაღალი სტანდარტი. გუშინ გამოითქვა მოსაზრებები, რომ სწორედ ამ ფუნქციის მინიჭება ართმევს ინსპექტორს ზედამხედველობის ფუნქციას. ამიტომ შევთავაზე, რომ თუ ეს არის ბარიერი, რომლითაც განსხვავებული მოსაზრება უნდა დაიძლიოს, მზად ვარ, მხარი დავუჭირო ცვლილებას. ვერ მოვისმინე არგუმენტი, რატომ არ არის ზედამხედველობის ფუნქციის მატარებელი ამ ღილაკზე ხელის დაჭერა", - განაცხადა ბესელიამ სხდომაზე.