შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დაარსებიდან ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, საპატრულო პოლიციის ახალი ავტომანქანის "ფორდინტერსეპტორი"-ს პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ახალი ავტომობილები არის ძალიან სასიხარულო.
"ეს არის კიდევ ერთი სიახლე, რომელიც შემოგვთავაზა საპატრულო პოლიციამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ეს არის მინისტრის ინიციატივა, რომელიც არის მისასალმებელი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს კიდევ ერთხელ აღუთქვა მხარდაჭერა.
"სახელმწიფო თქვენს გვერდში დგას. მთავრობა, პირადად პრემიერი, თქვენს გვერდით ვართ და ასე იქნება ბოლომდე", -განაცხადა ღარიბაშვილმა.