დაკავებას არ ველი, თუმცა გარეთ ყოფნა ძალიან მიმძიმს

დაკავებას არ ველი, თუმცა გარეთ ყოფნა ძალიან მიმძიმს

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მის დაკავებას არ ელის. ამის შესახებ ალასანიამ "Forbes Georgia"-სთვის მიცემულ ინტერვიუში, კითხვაზე - ელოდება, რომ დაიჭერენ? - პასუხად განაცხადა.

"იცით რა, მე სიმართლეს გეტყვით: მოვლენათა ასეთ განვითარებას არ ველოდები. მაშინ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთ კორეის რელსებზე გადაყვანა, რაც პრაქტიკულად გამორიცხულად მიმაჩნია ჩვენი საზოგადოების, ასევ ვთქვათ, გულისთქმიდან გამომდინარე. მაგრამ, მე პირადად აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვარ, იმიტომ რომ მე ახლაც და დღესაც ძალიან მიმძიმს ვიყო გარეთ და ვიყო თავისუფალი, როდესაც ვიცი, რომ თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომელი, აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები სხედან საპყრობილეში. ეს არის ჩემთვის მართლაც ყოველდღიური ტკივილი და ამიტომაც ერთ-ერთ მთავარ ამოცანად სწორედ ის მიმაჩნია, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს და უდანაშაულო ადამიანები საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.