დაიღუპა სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად.
"ბიბისის" ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავდასხმა განახორციელა საავტომობილო კორტეჟზე, რა დროსაც ასევე დაზიანდა ავღანეთში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მანქანაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან გარდაცვლილები. თუმცა ცნობილია, რომ უმრავლესობა მათგანი გამვლელი იყო.
"ბიბისის" ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო "თალიბანის" დაჯგუფებამ.