ეკა ბესელიას თავის მომზადებული კანონპროექტის თვითონ არ სჯერა

ეკა ბესელიას თავის მომზადებული კანონპროექტის თვითონ არ სჯერა

საპარლამენტო უმცირესობა პერსონალურ მონაცემებზე წვდომასთან დაკავშირებით, პარლამენტში იმ კანონპროექტს დაუჭერს მხარს, რომლის მიხედვითაც, შსს-ს მოსმენებზე წვდომის შესაძლებლობა არ ექნება.

როგორც უმცირესობის წევრმა, სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მათთვის ამ შემთხვევაში მისაღებია ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებული კანონპროექტი.

,,უმრავლესობის, კერძოდ, ეკა ბესელიას მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის არ სჯერა თვითონ ბესელიასაც კი. უბრალოდ ეს მას აქვს დავალებული შინაგან საქმეთა სამინისტროდან. დღეს მნიშვნელოვანია შევზღუდოთ ძალოვნებისა და შსს-ს გადაჭარბებული ძალაუფლება. ჩვენ გადავწყვიტეთ მხარი დავუჭიროთ ხმალაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რადგან ამ პროექტით შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს გასაღები. ჩვენ შეგვეძლო შემოგვეტანა უკეთესი კანონი, რადგან ამ კანონსაც აქვს გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია მოხდეს ყველა ხმების, რომლითაც შეიძლება დაიძლიოს ეს პრობლემა", - განაცხადა სერგო რატიანმა.

ე.წ. გასაღების საკითხზე პარლამენტში ორი საკანონმდებლო პაკეტია შესული, ერთის ავტორი ვახტანგ ხმალაძეა, მეორესი კი- ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილი.