ნათია ფანჯიკიძეს უფლება აქვს, საკუთარი პოზიციები ღიად დააფიქსიროს

ნათია ფანჯიკიძეს უფლება აქვს, საკუთარი პოზიციები ღიად დააფიქსიროს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ მის მეუღლეს, ნათია ფანჯიკიძეს უფლება აქვს, საკუთარი პოზიციები ღიად დააფიქსიროს. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ Forbes Georgia-სთან ექსკლუზიურ  ინტერვიუში განაცხადა, როდესაც მისი მეუღლის სოციალურ ქსელში აქტივობის შესახებ დასმულ  კითხვას უპასუხა.

"ნათია ძალიან დამოუკიდებელი მოქალაქეა. ერთმანეთს ვაძლევთ იმის თავისუფლებას, რომ არ შევზღუდოთ ერთმანეთის საქმიანობით ის თავისუფლება, რომელიც ჩვენ ყველას ძალიან გვეძვირფასება.

ნათიას პროფესიაც, სოციალური წრეც და მისი საქმიანობაც აძლევს ყველანაირ უფლებას, რომ საკუთარი პოზიციები ასე ღიად დააფიქსიროს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.