შვედეთის პარლამენტმა (რიკსდაგი) საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 249 დეპუტატმა. პარლამენტმა ასევე მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად შვედეთის მთავრობას დაევალა რატიფიცირების პროცესის ტექნიკური მხარის დასრულება.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება ევროკავშირის წევრმა 7 ქვეყანამ (რუმინეთი, ლიტვა, ლატვია, სლოვაკეთი, მალტა, ბულგარეთი, ესტონეთი) მოახდინა. მათ შორის ორ სახელმწიფოში უნგრეთსა და შვედეთში დოკუმენტს რატიფიცირება გაუკეთა ქვეყნის პარლამენტმა და პროცესის დასრულებისათვის აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართა.