ქვეყანას ერთი კაცის ნება მართავს და არა ინსტიტუტები და კანონები

ქვეყანას ერთი კაცის ნება მართავს და არა ინსტიტუტები და კანონები

კანონები საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას შეფასებით, დღეს სამწუხაროდ,  ქვეყანას არ მართავს ინსტიტუციები ,ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული სახელმწიფოებრიობის საკითხის გადაწყვეტა, ამიტომაც ჭიანურდება  ყველა სახის გადაწყვეტილება. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, აქედან გამომდინარე,  ”რასაც სჭირდება 5 წუთი, ან თუნდაც ერთი დღე, იჭიმება ორი თვე”.

"ძალიან ნათლად გამოჩნდა ბოლო მოვლენების განვითარებაში, რამდენად ჩახედულია თუნდაც ბიძინა ივანიშვილი იმ დეტალებში, რაზეც პროკურატურაც კი არ საუბრობს ასე ღრმად. ეს კიდევ ერთი საბუთია იმის, რომ ქვეყანას ერთი კაცის ნება და არა ინსტიტუტები და კანონები მართავს. როდესაც არ არის ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღები პირი პრემიერ-მინისტრი, როდესაც მას აქვს ვალდებულება, ყველა საკითხი კონკრეტულ ადამიანთან შეათანხმოს, ეს ქმნის ვაკუუმს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი", - განაცხადა ალასანიამ.