სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის მეთაური ახალი გამოწვევების და საფრთხეების გაგებაში არ არის

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის მეთაური ახალი გამოწვევების და საფრთხეების გაგებაში არ არის

პარტია „საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო პოლიტიკის გამოწვევებზე და რუსეთის ქმედებებზე სოციალურ ქსელში წერს.

"პუტინმა და ხაჯიბამ კი მოაწერეს ხელი "ასოცირებაზე" - ანუ იმიტაცია ევროკავშირი-საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებისარათა დაგვაჯეროს რომ ეს თუ არა ... რაგვიბრუნებდა აფხაზეთს,როგორც თავის დროზე შევარდნაძეს სნგ-ში შესვლის ფასად დაპირდნენ ... და კარგად შეასრულეს!!! 

ამ დროს მსოფლიო ახალ გადაჯგუფების წინაშე დგას .... კი გადაიდო, მაგრამ შეთანხმება ირანთან გადაუვალია,რამეთუ ახალი ბრძოლა რეგიონში "ისლამურ სახელმწიფოს " წინააღმდეგ მოითხოვს ირანის, როგორც მთავარი მებრძოლ ძალის რეგიონში,  და დასავლეთის ძალების დაჯგუფებას.... ამ წინაშე ბირთული იარაღის საკითხი ნელ-ნელა უკანა პლანზე იწევს და გუშინ თითქმის მიწეული ხვალ და ზეგ უთუოდ შედგება შეთანხმება....

რუსეთი ამითი თავის უნიკალურ როლს და მთავარ მოკავშირეს კარგავს ამავე რეგიონშიუფრო სწორ, კარგავს მონოოლიას ირანთან ურთიერთობისა... მალევე ნავთის ფასიც დაიწევს სათანადოდ, როცა ირანი, როგორც უკვე დაპირებულია, პროდუქციას ორმაგად გაზრდის.... რჩება რუსეთი თავის სირიელ დიქტატორის მოკავშირედ,რომელსაც დიდი მომავალი არ უწერია....

დასავლეთ ფლანზე კი პირველად ომის შემდეგ გერმანიამ (იგივე აქამდე რუსეთის ევროპაში ყველაზე მჭიდრო მოკავშირემ) აუწია ტონს და ანგელა მერკელმა თავის აწ ცნობილ ლოვის ინსტიტუტის (ავსტრალიასიტყვაში პირდაპირ გააკრიტიკა პუტინის პოლიტიკა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველო-მოლდავეთთან მიმართებაში და დაახასიათა როგორც სრული დარღვევა ომის შემდგომ დაწესებული საერთაშორისო ყველა პრინციპებისარომელზეც დამყარებულია სტაბილურობა და მშვიდობა. 

მართალია, ჩინეთის იმედად დარჩენილი რუსეთი, ალბათ, თვლის, რომ ამ ძალას ვერავინ აუდგება წინ, მაგრამეს არ ითვალისწინებს იმას, რომ ჩინე არავის მიმართ ვალდებულების განცდა არ გააჩნია და იმდენად იყენებსე.წ. მოკავშირეს, სანამ მის ინეტერესებში შედის და არ აპირებს რუსეთითვის თავის მიზნები შეცვალოს, ანთავისი ინტერესები მეორე პლანზე გადაიტანოს.

რაც მთავარია, ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთიდა მისი დღევანდელი მეთაურისრულიად გაგებაში არ არიან ახალი გამოწვევების და ახალი საფრთხეების... აფხაზეთი და ყირიმი კი არა ... ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთისთვის კარზე მომდგარია და საკმარისია მოუსმინოს იმ განცხადებებს, რაც გაკეთებულია"ისლამურ სახელმწიფოსსახელით .... მათ სამიზნეში ჯერ ჩრდილო კავკასიაა და მერე ძალიან ლოგიკურად მათთვის "მუსულმანურიყირიმიც იქნება და ქრისტიანებისგან დაცლილი აფხაზეთიც ... ამ მომავალ ბრძოლაში პუტინს ვერ გამოადგება მისი ახალშეძენილი მოკავშირეები ევროპის ულტრა მემარჯვენე ძალებთა შორის " ფაშისტური ევროპა" (რომელსაც ვითომც ებრძვის უკრაინაში და სინამდვილეში ეკავშირება ჩეხეთშიანკიდევ საფრანგეთში...).... ამიტომ არ ვარგა ქვეყნის სათავეში როცა ხელმძღვანელობენ ძველი სტრატეგიებით დავერ ხედავენ, რომ მსოფლიო წუთიერად იცვლება და ყველაფერს სჭირდება გადახედვა და გააზრებაგუშინდელი იდეოლოგია ვერ იქნება მომავლის გზის მაჩვენებელი!"- წერს სალომე ზურაბიშვილი facebook-ის პირად გვერდზე.