გაფართოების საკითხებში ევროკომისრი შტეფან ფულე ფიქრობს, რომ უკრაინის კრიზისზე პასუხისმგებლობის წილი გერმანიის ხელისუფლებაზეც მოდის. მისი თქმით, უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ერთი წლის წინ არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის ზეწოლის შედეგად ჩაიშალა, არამედ ევროპული ქვეყნების, მათ შორის გერმანიის მერყევი პოზიციის გამოც, რომლებმაც უარი განაცხადეს უკრაინისთვის გაეხსნათ ევროკავშირში შესვლის პერსპექტივა.
"არ შეიძლება უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას უთხრა, რომ, ერთის მხრივ, რუსეთის საბაჟო კავშირშიშესვლა შეუთავსებელია ევროკავშირთან ასოცირებასთან, მეორეს მხრივ კი შეუზღუდო ევროკავშირშიგაერთიანების შესაძლებლობა", - განაცხადა ფულემ.