პენტაგონის შეფი პუტინის გამო გადადგა

პენტაგონის შეფი პუტინის გამო გადადგა

პენტაგონის შეფის ჰეიგელის გადადგომას წინ უძღოდა მისი იმედგაცრუება თეთრ სახლთან დაკავშირებით, რომელმაც არ დაამტკიცა პრეზიდენტ პუტინის შეჩერების გეგმა- ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემა “Wall street journal” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ინფორმაციით გადადგომამდე ორი თვით ადრე ჰეიგელმა თეთრ სახლს წერილი მისწერა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ აუცილებელი იყო ზომების მიღება პუტინის შესაჩერებლად იმისთვის, რომ ევროპელი მოკავშირეები დაწყნარებულიყვნენ, თუმცა ჰეიგელმა მის მოთხოვნაზე პასუხი ვერ მიიღო. ამის პარალელურად კი, როგორც გამოცემა წერს ჰეიგელს უფრო ადრე გაუცრუვდა იმედები უკრაინის კრიზისში ამერიკის მოქმედებებთან დაკავშირებით. კერძოდ კი პენტაგონის ყოფილი შეფის თანაშემწეს სიტყვებით ჰეიგელი შიშობდა, რომ პუტინი მოახდენდა ამერიკის უმოქმედობის ინტერპრეტირებას და ჩათვლიდა, რომ უყურადღებობა მას მისცემდა იმის საშუალებს რაც უნდოდა ის გაეკეთებინა. წყაროს ინფორმაციით ჰეიგელი ცდილობდა საკუთარი მოსაზრებები ბარაქ ობამამდე მიეტანა, მათ შორის პრეზიდენტთან პირისპირ საუბრისას, რომელიც ივლისში შედგა. კერძოდ კი მან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ აშშ არასათანადო ყურადღებას უთმობს რუსეთს და კრიზისიდან კრიზისამდე მიმართულებები გამოკვეთილი არ აქვს და „ორჭოფობს.“

ამასთან ერთად ჰეიგელმა ობამას მიაწოდა ინფორმაცია, რომ სწორედ რუსეთის ფედერაცია და არა ახლო აღმოსავლეთი წარმოადგენს უფრო მეტ საშიშროებას მსოფლიო უსაფრთხოებისთვის. სექტემბერში დაწერილ საკუთარ წერილში პენტაგონის წარმომადგენელმა მოუწოდა თეთრ სახლს უფრო „შემოქმედებითი“ ნაბიჯები გადაედგა, ისეთი, რომელიც პუტინს სიტუაციის გართულებამდე შეაჩერებდა.