არაა საჭირო დიდი პოლიტიკოსობა იმის მისახვედრად, რომ საქართველო ომისთვის ემზადება

არაა საჭირო დიდი პოლიტიკოსობა იმის მისახვედრად, რომ საქართველო ომისთვის ემზადება

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბორის ჩოჩიევი მიიჩნევს, რომ რადგან ქართული მხარე უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე, არაა საჭირო დიდი პოლიტიკოსობა იმის მისახვედრად, რომ "ისინი ომისთვის ემზადებიან".

სააგენტო "რესთან" ინტერვიუში ჩოჩიევმა განაცხადა, რომ უკვე ჩატარებულია ჟენევის მოლაპარაკებების 29 რაუნდი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქართული მხარე უარს აცხადებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის ძალის გამოუყენებლობის გარანტიის მიცემაზე.

"ამგვარად, ასეთ ვითარებაში, როდესაც საქართველო აცხადებს, რომ არ გვაძლევს არავითარ გარანტიებს თავდაუსხმელობის შესახებ, რაღა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ დაიცვას საკუთარი ქვეყანა და ხალხი. ამიტომ, მივმართეთ რუსეთის ხელისუფლებას, გაფორმდეს ახალი ხელშეკრულება, რომელშიც პირველ ადგილზე იქნება სამხედრო კავშირი, ჯარების გაერთიანებული დაჯგუფება, სამხრეთ ოსეთში ამაღლებული სოციალური სტანდარტები და სხვა საკითხები", - განაცხადა ჩოჩიევმა.