რუსეთი არავის ემქურება და სხვის გეოპოლიტიკურ ინტრიგებში არ ჩაერევა

რუსეთი არავის ემქურება და სხვის გეოპოლიტიკურ ინტრიგებში არ ჩაერევა

რუსეთი არავის ემუქრება და არ ჩაერევა გეოპოლიტიკურ ინტრიგებში, როგორც არც უნდა ეცადონ ამ კონფლიქტებში რუსეთის ჩართვას. "იტარ-ტასის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

"ჩვენ არავის ვემუქრებით და არ ვაპირებთ ჩავერიოთ რაღაც პოლიტიკურ თამაშებსა და ინტრიგებში, მით უმეტეს კონფლიქტებში, როგორც არ უნდა ეცადონ ჩვენს ჩათრევას", - განაცხადა პუტინმა შეიარაღებული ძალების განვითარების საკითხისადმი მიძღვნილ თათბირზე საუბრისას.

პუტინმა რუსეთისა და მისი მოკავშირეების სუვერენიტეტისა და მთლიანობის საიმედო დაცვის უზრუნველყოფის შესახებაც განაცხადა. "განსაკუთრებულ ყურადრებას ვაქცევ კომპლექსური მიდგომის აუცილებლობას და სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანოს გაერთიანებას ქვეყნის თავდაცვის სფეროში ამოცანების გადაწყვეტისას", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.