გერმანიის მთავრობა მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელმოწერილ ე.წ. შეთანხმებას აკრიტიკებს

გერმანიის მთავრობა მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელმოწერილ ე.წ. შეთანხმებას აკრიტიკებს

გერმანიის მთავრობა რუსეთსა და საქართველოს შავიზღვისპირა სეპარატისტულ რეგიონს, აფხაზეთს შორის ხელმოწერილ ე.წ. შეთანხმებას აკრიტიკებს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შეთანხმებით მოსკოვი ართულებს ჟენევის ფორმატის ფარგლებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების დარეგულირების მცდელობას", - განაცხადა ფედერალური მთავრობის სპიკერმა შტეფენ ზაიბერტმა. მისი თქმით, საქართველოს შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთი ამ რეგიონის "მცოცავ" ანექსიას ახორციელებს, კიდევ უფრო გაძლიერდა.

ზაიბერტმა დაადასტურა, რომ გერმანია "საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს". "ჩვენ საქართველოს მომავალშიც დავუჭერთ მხარს სეპარატისტული რეგიონების მშვიდობიანი გზით რეინტეგრაციის და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დანერგვის პროცესში", - აღნიშნა მან.