NATO-ს სამეკავშირეო ოფისში ხვალ, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სემინარი - NATO-ს დღის წესრიგი და პოლიტიკა გაიმართება .
სემინარის მიზანია რეგიონის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირება NATO-საქართველოს ურთიერთობის, NATO-ს უელსის სამიტის შედეგების, საქართველოსა და რეგიონის წინაშე მდგარი თანამედროვე გამოწვევების შესახებ.
სემინარში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის და გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტის წევრები.