კანონპროექტზე მსჯელობას პარლამენტი ხვალ განაახლებს

კანონპროექტზე მსჯელობას პარლამენტი ხვალ განაახლებს

პარლამენტი ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობას, რომელიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეგულირებას ითვალისწინებს, ხვალ, 11:00 საათიდან განაახლებს.

კანოპროექტზე მსჯელობა დღეს მთელი დღის განმავლობაში, ხმაურით მიმდინარეობდა. მომზადებულ პროექტთან დაკავშირებით პრეტენზიები გააჩნია როგორც საპარლამენტო უმცირესობას, ისე უმრავლესობის რამდენიმე წევრსაც.

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი, ფარულ მოსმენებზე წვდომასთან დაკავშირებით, ე.წ. ორგასაღებიან სისტემას ითვალისწინებს.

პარლამენტმა ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე ასევე უნდა განიხილოს ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ფარულ მოსმენებთან დაკავშიებით პერსონალურ მონაცემებზე წვდომას შეეხება.