საქართველოს პრეზიდენტი ლატვიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი ლატვიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლატვიის პრეზიდენტთან ანდრეს ბერზინშთან ერთად ლატვიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.

ორი ქვეყნის ლიდერებმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. გიორგი მარგველაშვილმა ლატვიელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და  კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისათვის, ასევე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლატვიის  რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობა თანდათან უფრო ვითარდება.

ანდრეს ბერზინშმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე  და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდება.

ლატვიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ მიღებას ლატვიის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები დაესწრნენ.