გენო პეტრიაშვილს მსოფლიო ჩემპიონის მედალი ჩამოერთვა

გენო პეტრიაშვილს მსოფლიო ჩემპიონის მედალი ჩამოერთვა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მძიმეწონოსან ლიდერ გენო პეტრიაშვილს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოერთვა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ქართველმა სპორტსმენმა დოპინგ-ტესტი ჩააფლავა. ინფორმაციას კანადის ჭიდაობის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

ზაფხულში, ზაგრებში, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ფალავანმა კანადელი ამარ დესი დაამარცხა. კანადის ჭიდაობის ფედერაციას კი შეატყობინეს, რომ პეტრიაშვილს მსოფლიო ჩემპიონის მედალი ჩამოერთვა და დესის გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში გამართული პირველობის შემდეგ, პეტრიაშვილმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო, რის გამოც ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ამას ახლა ისიც დაემატა, რომ გენოს ჩემპიონის მედალი ჩამოერთვა.