საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის განცხადებით, ტელეკომპანია ექსპრეზიდენტის თვალთვალში აქამდეც იყო შემჩნეული და ამით გარკვეული სამსახური სამართალდამცველ ორგანოებს გაუწია.
"მადლობა მინდა გადავუხადო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს, რომელმაც გუშინ მოახერხა და ნომერ პირველი ძებნილის მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელი აღმოაჩინა და შემოგვთავაზა ნახევარსათიანი პირდაპირი ჩართვა. უნდა ითქვას, რომ მან ამით გარკვეული სამსახური გაუწია სამართალდამცველ ორგანოებს. ადრეც ხშირადაა შემჩნეული "რუსთავი 2", რომ მიხეილ სააკაშვილს უთვალთვალებს და ამ მხრივ ვფიქრობ, ჩვენი სამსახურებიც გაცილებით უფრო აქტიურად დაიწყებენ მუშაობას. კაცი არის ძებნილი, მას არ აქვს თავშესაფარი, არც მოქალაქეობა აქვს მიღებული, წესით ახლა ის პარიკით ან სხვა სახელითა და გვარით უნდა იმალებოდეს რომელიმე, ქვეყანაში, პროვინციაში. მასთან არსებობს კითხვები. ვფიქრობ, ამ ყველაფერს სათანადო პასუხი დროზე გაეცემა და შემდეგ ასე ხმაშეწყობილად დაუკრავთ ხოლმე ტაშს ნებისმიერი თქვენგანის იმ ადგილას მისვლას, სადაც ზოგიერთი თქვენგანი იმსახურებს. შევთანხმდეთ ერთზე, რომ თქვენ ხართ ძალიან გაღმა სიბნელისკენ, ჩვენ მივდივართ სტაბილურობისკენ და სინათლისკენ", - განაცხადა ქანთარიამ.