ეკონომიკის მინისტრის ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სანამ რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკურ ველზე რაიმე დადებითი დინამიკა არ იქნება, რკინიგზის საკითხის განხილვა წარმოუდგენელია.
ასე გამოეხმაურა კვირიკაშვილი აფხაზეთის რკინიგზის შესაძლო აღდგენაზე გავრცელებულ ინფორმაციას.
„ის, რომ სადღაც კულისებში მიმდინარეობს მოლაპარაკება, წმინდა წყლის სპეკულაციაა. სანამ რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკურ ველზე რაიმე დადებითი დინამიკა არ იქნება, ამ პრობლემის განხილვა ჩემთვის წარმოუდგენელია, ვინაიდან ეს არის დაკავშირებული იმ პრობლემასთან, რასაც საქართველოსთვის აფხაზეთის პრობლემა ჰქვია და მისი მოგვარების გარეშე წარმოუდგენელია იმ საკითხის მოგვარება, რასაც რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო კავშირი ჰქვია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.