„რკინიგზა შეფერხებების გარეშე მუშაობს“

„რკინიგზა შეფერხებების გარეშე მუშაობს“

ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი რკინიგზის გაფიცვის თემას გამოეხმაურა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ის ამ თემაზე რკინიგზის ხელმძღვანელს ესაუბრა და რამდენადაც მისთვის ცნობილია, რკინიგზა შეფერხებების გარეშე მუშაობს.

„თუმცა რა თქმა უნდა, ამ ადამიანებთან დიალოგი გასამართია. ამ ადამიანებს აქვთ საკითხები, რომელსაც მენეჯმენტი მოისმენს და შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებს მათ პრობლემებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.