კობახიძემ მანდატურის სამსახურს სხდომათა დარბაზიდან უმცირესობის წევრების გაყვანისკენ მოუწოდა

კობახიძემ მანდატურის სამსახურს სხდომათა დარბაზიდან უმცირესობის წევრების გაყვანისკენ მოუწოდა

პარლამენტში პლენარული სხდომა ხმაურით მიმდინარებს. "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროტესტი იმას მოჰყვა, რომ უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განცხადება წინასწარი ჩაწერის გარეშე გააკეთა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრები, კერძოდ გიგი წერეთელი და ხათუნა გოგორიშვილი პროცედურებთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლას ითხოვდნენ, თუმცა პარლამენტრის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძე მათ ამის შესაძლებობა არ მისცა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, განცხადებებისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, ამიტომ მათ სიტყვით გამოსვლის უფლება აღარ ჰქონდათ.

ამას უმცირესობის წევრების პროტესტი მოჰყვა. მათ პლენარულ სხდომაზე ხმაური დაიწყეს და მაგიდებზე ბრახუნი ატეხეს. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანდატურებს სთხოვა, რომ ის დეპუტატები, რომლებიც ხმაურობდნენ, სხდომათა დარბაზიდან გაეყვანათ. უმცირესობის წევრები ისევ აგრძელებენ ბრახუნს.