ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის განცხადებით , რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთსა და საქართველოს შორის არანაირი საკითხის განხილვა არ ყოფილა. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, რიჩარდ ნორლანდთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
"უკვე გამოითქვა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე მიმართულებით და ჩემი მხრიდანაც დავადასტურებ იმას, რაც ჩემთვის არის ცნობილი, ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი განხილვა რუსეთსა და საქართველოს შორის არ ყოფილა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.