როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ახალ საპენსიო რეფორმაზე მუშაობა მიმდინარეობს.
"ჩვენ პირველი სამი წლი მანძილზე პენსიები გავზარდეთ 35 და ზოგიერთისთვის - 50 და 60 ლარით. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის და ვზრუნავთ იმისთვის, რომ მოხდეს პენსიების უფრო მეტი ზრდა. ასაკის პენსიონერთა დღევანდელი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მეტყველებს მთავარი ინდიკატორები, რაც უკვე აისახა 2013 წლის სტატისტიკურ მონაცემებში - ხანდაზმულებში სიკვდილიანობის შემცირება, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა და წინა წელთან შედარებით, პენსიონერთა რიცხვის მატება დაახლოებით, 10 000-ით“, - განაცხადა ხუნდაძემ.
მისივე თქმით, დღეს მიმდინარეობს მუშაობა ახალ საპენსიო რეფორმაზე.
„ვფიქრობ, ეს იქნება კარგი სიახლე და ხელისუფლების ერთ-ერთი დიდი მიღწევა. ამ რეფორმის გატარებით ჩვენ შევძლებთ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ პენსიების თემით სპეკულირება და რაც ყველაზე მთავარია, პენსიონერებს შევუქმნათ უკეთესი ცხოვრების პირობები“, - განაცხადა ხუნდაძემ.