ხათუნა გოგორიშვილმა სხვისი პულტების გამოყენების ფაქტი დააფიქსირა

ხათუნა გოგორიშვილმა სხვისი პულტების გამოყენების ფაქტი დააფიქსირა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის ვიცე-სპიკერს მანანა კობახიძეს სხვისი პულტების გამოყენების შესახებ მიმართა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, სხდომაზე რეგისტრაციის გავლისას დეპუტატების ნაწილი სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა, თუმცა მათ რეგისტრაცია მაინც გაიარეს.

"მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, როგორც სხდომის წამყვანს, რომ რეგისტრაციისას ყველა დეპუტატი არ იმყოფებოდა დარბაზში. შემიძლია მათი სახელებიც კი გითხრათ. მაგალითად ლიპარტელიანი დარბაზში არ იმყოფებოდა, თუმცა მან რეგისტაცია მაინც გაიარა. მაინტერესებს რასთან გვაქვს საქმე?" - განაცხადა სხდომაზე ხათუნა გოგორიშვილმა.

უმცირესობის დეპუტატის ამ განცხადებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი გამოეხმაურა.

,,მანდატურის სამსახურმა გაარკვიოს რასთან გვაქვს საქმე. ამაზე უნდა იმსჯელოს საპროცედურო კომიტეტმა და გავარკვიოთ რა ხდება და რაშია საქმე"-განაცხადა მანანა კობახიძემ.