კახა ბენდუქიძეს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ

კახა ბენდუქიძეს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ

კახა ბენდუქიძეს ლონდონიდან თბილისში ხვალ, 16:00 საათზე პირდაპირი რეისით ჩამოასვენებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი უნივერსიტეტის" პოლიტიკისა და ანალიზის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ვახტანგ ლეჟავამ განუცხადა.

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც ბენდუქიძის ახლობლებმა განუცხადეს, მან დაახლოებით ორი კვირის წინ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში გულზე სტენტირების ოპერაცია გაიკეთა. ამის შემდეგ ის ლონდონში იმყოფებოდა, სადაც სავარაუდოდ, სწორედ გადატანილი ოპერაციის გართულების შედეგად გარდაიცვალა.

კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა.

კახა ბენდუქიძეს სავარაოდოდ შაბათს დაკრძალავენ.