მზად ვართ, რუსეთთან დიალოგი გავაგრძელოთ, როცა საქმე ტერიტორიულ მთლიანობას ეხება

მზად ვართ, რუსეთთან დიალოგი გავაგრძელოთ, როცა საქმე ტერიტორიულ მთლიანობას ეხება

როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის შეჯამებისას აღნიშნა, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და თანამშრომლობის შეთანხმების პროექტით ევროკავშირი შეშფოთებულია.

"ამ ხელშეკრულების არსებობით და ამ იდეით, რომ რუსეთი აფხაზეთთან აპირებს მის  ხელმოწერას, ყველა ძალიან შეშფოთებულია. მათ დეტალურად განვუმარტე ის რისკები, რაც ამ ხალშეკრულების გაფორმებას შეიძლება მოჰყვეს. ისინი აღნიშნული ფაქტით ძალიან შეშფოთებულები არიან. მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მზად ვართ რუსეთთან დიალოგი გავაგრძელოთ, მაგრამ ვიქნებით პრინციპულები, როცა საქმე ეხება ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ ამ საკითხებში რა თქმა უნდა, ვერავითარ კომპრომისზე ვერ წავალთ", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის თავშეკავებულ პოლიტიკას დასავლელი პარტნიორები მიესალმებიან და ხელისუფლებას კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ.

"რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა ცალკე საკითხია და ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს პოლიტიკურ ურთიერთობებში არ განიხილება. ჩვენ მათთან დიალოგი უპირობოდ დავიწყეთ და გავხსენით ბაზარი, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს ამ მიმართულებით რეალური წინსვლა არ გვაქვს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.