შეთქმულება ალასანიას წინააღმდეგ- რა დაგეგმეს „ოცნებაში“ ექვსი თვის წინ

შეთქმულება ალასანიას წინააღმდეგ- რა დაგეგმეს „ოცნებაში“ ექვსი თვის წინ

პარტია „თავისუფლების“ ლიდერის განცხადებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და ის რაც ახლა ალასანიას წინააღმდეგ ხდება, „ქართულ ოცნებაში“ 6 თვის წინ დაიგეგმა და მმართველ კოალიციაში ყველამ იცოდა, რომ ალასანიას მიმართ რაღაც მზადდებოდა:

„ირაკლი ალასანია ცალსახად პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. უსინდისოა ყველა ის ადამიანი, ვინც საუბრობს იმაზე, რომ თავდაცვის სამინისტროში კორუფცია იყო. „ქართულ ოცნებაში“ ბევრი მეგობარი მყავს და ჯერ კიდევ 6 თვით ადრე ყველამ იცოდა, რომ ალასანიას წინააღმდეგ რაღაცას ამზადებდნენ. თუ ალასანია თავისი ნებით არ წავიდოდა, მაშინ მის წინააღმდეგ საქმეს აღძრავდნენ. ეს ყველამ იცოდა, ალბათ თქვენც იცოდით.

თქვენი ინფორმაციით ეს 6 თვის წინ დაიგეგმა?

კი, რა თქმა უნდა. ეს ინფორმაცია „ოცნებაში“ მყოფი არაერთი ადამიანისგან მაქვს. თანაც ამას ამბობდნენ ჩვეულებრივ საუბარში და ეს არ უთქვამთ რაღაც კონფიდენციალური საუბრის დროს. დეტალებზე აღარ დავკონკრეტდები, ჩემი მხრიდან ეს არ იქნება კორექტული,“-განაცხადა .“ - განაცხადა კუკავამ რეზონანსთან საუბარში