შემდეგი მოღალატე იქნება მარგველაშვილი... მერე კალაძეს მიადგებიან

შემდეგი მოღალატე იქნება მარგველაშვილი... მერე კალაძეს მიადგებიან

სახელისუფლებო გუნდში პოლიტიკურ კრიზისზე და კოალიციის პოლიტიკურ მომავალზე, „რეზონანსთან“ საუბრისას კომენტარს კახა კუკავა აკეთებს. მისი თქმით, ქვეყნის აზიური მართვის მოდელისთვის დამახასიათებელია ადამიანების მოშორება. როგორც კუკავა ამბობს, ჯერ ალასანია მოიშორეს, შემდეგ კი დანარჩენები იქნებიან. ამასთან კუკავას თქმით, „ოცნებამ“ საკუთარი თავი ამოწურა და ახლა საფიქრი მხოლოდ იმაზეა, თუ როდის ჩამოყალიბდება მისი ალტერნატივა.

„ეს მიანიშნებს „ქართული ოცნების“ რღვევის დაწყებაზე. გაიძახიან, რომ არაფერი არ იცვლება, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ „ფორუმი“ და „რესპუბლიკელებიც“ ნომინალურად არიან ხელისუფლებაში. ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც, მათ ამოწურეს თავისი თავი და რღვევის პროცესი დაიწყო. „ოცნებამ“ რეალურად თავისი თავი ამოწურა. ახლა საკითხი ასე დგას, თუ როდის ჩამოყალიბდება მისი ალტერნატივა. სააკაშვილის რეჟიმმა თავისი თავი 2008 წელს ამოწურა, მაგრამ ვინაიდან არ არსებობდა მისი ალტერნატივა 4 წელი კიდევ იყვნენ ხელისუფლებაში... დაპირისპირების ასე მარტივად ამოწურვა შეუძლებელია. ეს მხოლოდ ახალი პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბების შემდეგ შეიძლება მოგვარდეს. ახლა პოლიტიკური კრიზისია. აზიური მოდელი ისეთი მანქანაა, რომ ჯერ მოიშორეს ალასანია. შემდეგ მოღალატე იქნება მარგველაშვილი. მოიშორებენ მას, მოღალატე იქნებიან „რესპუბლიკელები“, მერე გაიხსენებენ „ფორუმმა“ რა ილაპარაკა, მერე კალაძეს მიადგებიან და ა.შ. ეს სისტემა - აზიური მოდელი თავის თავში თვითგანადგურებას გულისხმობს“ - განაცხადა კუკავამ რეზონანსთან საუბარში