პუტინი - აშშ-ს სურს რუსეთი საკუთარ გავლენას დაუქვემდებაროს, მაგრამ ეს არავის გამოუვა

პუტინი - აშშ-ს სურს რუსეთი საკუთარ გავლენას დაუქვემდებაროს, მაგრამ ეს არავის გამოუვა

აშშ-ს სურს, რუსეთი საკუთარ გავლენას დაუქვემდებაროს, მაგრამ ეს არასოდეს არავის გამოსვლია და არ გამოუვა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ერთ-ერთ ფორუმზე განაცხადა, რომელზეც გამოითქვა აზრი, რომ ამერიკა რუსეთის დამცირებას ცდილობს.

"ამერიკა ჩვენ დამცირებას კი არა, ჩვენ დაქვემდებარებას ცდილობს, ჩვენ ხარჯზე სურთ საკუთარი პრობლემების მოგვარება და თავისი გავლენის ქვეშ დამორჩილება. ისტორიაში ეს ჯერ არავის გამოსვლია და არ გამოუვა", - განაცხადა პუტინმა.

ამავდროულად, რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ-ს გამოსდის თავისი მოკავშირეების, ანუ სატელიტების საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა. "ამერიკის უამრავი მოკავშირე საკუთარი ეროვნული ინტერესების საზიანოდ სხვისი ეროვნული ინტერესების დაცვას ცდილობს გაურკვეველ საფუძველზე გაურკვეველი პერსპექტივებით. ზოგჯერ ვიბნევი, რადგან ე.წ. საერთო ევროპული ფასეულობების დაცვას საკუთარი ეროვნული ინტერესების საზიანოდ, როგორ წესი რამდენიმე პრობლემა მოაქვს", - განაცხადა პუტინმა.

მანვე აღნიშნა, რომ მსოფლიოში ვითარების დაძაბვა არავის სურს, მათ შორის არც შეერთებული შტატების მოქალაქეთა ფართო მასებს.