ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პოლიტიკური მნიშვნელობა.

"მხარეებმა ასოცირების საბჭოს პირველი სხდომის შედეგები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგი კიდევ უფრო ინტენსიური გახდება", - აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.