ექსპერტიზის ბიუროს სანიტარმა დაადასტურა, რომ ზურაბ ჟვანიას ცხედარს ტუჩის არეში დაზიანება აღენიშნებოდა

ექსპერტიზის ბიუროს სანიტარმა დაადასტურა, რომ ზურაბ ჟვანიას ცხედარს ტუჩის არეში დაზიანება აღენიშნებოდა

ექსპერტიზის ბიუროს სანიტარმა, გივი ჯავახიშვილმა დაადასტურა, რომ ზურაბ ჟვანიას ცხედარს ტუჩის არეში დაზიანება აღენიშნებოდა.

ჯავახიშვილი 2005 წელს სწორედ ექსპერტიზის ბიუროში მუშაობდა და ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზის პროცესში ჩართულ პირებს ეხმარებოდა.

როგორც მან დღეს, საქალაქო სასამართლოში განაცხადა, ჟვანიას ტუჩის არეში დაზიანება შენიშნა. მისი თქმით, სხვა დაზიანებები არ შეუმჩნევია. რაც შეეხება უსუპოვის ცხედარს, ყოფილმა სანიტარმა განაცხადა, რომ დაზიანებები უსუპოვის ცხედარზე არ დაუნახავს.

გივი ჯავახიშვილის დაკითხვა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა, რადგან შიშველ გვამზე საუბრის ნაწილში პროკურატურამ პროცესის დახურვის შუადგომლობა დააყენა. სხდომის დახურვას დაცვის მხარეც დაეთანხმა. მანამდე კი სასამართლომ დაკითხა მიხეილ ყანდარელი, რომელიც ექსპერტიზის პროცესს ვიდეოკამერით იღებდა.