ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გიორგი ანწუხელიძის დედის, ქალბატონ ლილი ანწუხელიძის გარდაცვალების გამო.
საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან ერთად პატივს მივაგებ ქართველი დედის ნათელ ხსოვნას, ვინც ღირსების, ქვეყნის სიყვარულისა და მისთვისვე თავგანწირვის ფასეულობებზე ჩვენი დროის გმირი აღუზარდა სამშობლოს.