დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის ორგანიზებითა და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, კონფერენცია - „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა საქართველოში“ - გაიმართა.
კონფერენციაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში ცალსახადაა აღნიშნული გლობალური კლიმატური ცვლილებების საწინააღმდეგო პრევენციული და საადაპტაციო ზომების შემუშავების აუცილებლობა და შემდგომ მათი განხორციელების უზრუნველყოფის მნიშვნელობა.
„მოგეხსენებათ, კავკასია საერთაშორისო მნიშვნელობის ეკო-რეგიონია. უმნიშვნელოვანესია კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილი სირთულეების დაძლევისა და უნიკალური ეკოსისტემების შენარჩუნებისთვის ქმედითი ღონისძიებების განხორციელდება. ჩვენ უნდა შევძლოთ ქვეყანაში თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიის დანერგვა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის განვითარება; თანამშრომლობა საერათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების აქტიური ჩართულობა“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბუნებასა და ადამიანებზე. ცვლილებებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები, შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმედ გამოვლინდეს მომავალში.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ მომავალი გამოწვევების საპასუხოდ და საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითრების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, შემუშავდეს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიდგომები.
კონფერენციაზე აგარარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თამჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა აღნიშნა, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტში ქარსაფარი ზოლის შესახებ კანონპროექტი მუშავდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კლიმატური პირობები დამძიმდა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების წევრებმა, შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებმა, ასევე საქართველოში ევროკავშირის წარმოადგენლობის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული ოფისის, დონორი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოები წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა.
კონფერენციაზე შემუშავდება რეკომენდაციები, რომლებიც უახლოს მომავალში გახდება ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის.