სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე მიმდინარე საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების სირთულის გამო, გლდანის რაიონის გარკვეული უბნების მოსახლეობა სასმელ წყალს დაგეგმილზე გვიან მიიღებს. სამუშაოების ჩატარებას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საღამოს 8 საათისთვის დაასრულებს, რის შემდეგაც ეტაპობრივად დაიწყებს მაგისტრალური ქსელების წყლით შევსებას.
შესაბამისად, დღეს, ღამის 12 საათიდან წყალმომარაგება სრულად აღუდგება:
თემქის III და გლდანის მ/რაიონებს, სოფლებს - გლდანსა და გიორგიწმინდას
მუხიანის სამხედრო, ცენტროლიტის, კონიაკის, გლდანულას და მიმდებარე დასახლებებს
ანდრონიკაშვილს, ბიჭვინთის და რევოლუციის ქუჩებს
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულებას.
კომპანია ბოდიშს მომხმარებლებს უხდის დისკომფორტისთვის და ცდილობს ტექნიკური სამუშაოები, რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.