ჩვენ შევეცდებით, ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი დავაჩქაროთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა ბრიუსელში , საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროპული არჩევანი არის საერთო მიზანი. "ძალიან ბედნიერი ვარ თქვენთან შეხვედრით. მე ვფიქრობ, კიდევ ერთხელ უნდა შევეხოთ იმ საკითხს, რომელსაც ევროპარლამენტი განიხილავს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით და ხელმისაწვდომი გავხადოთ ინვესტორებისათვის, ქონდეთ წვდომა ევროპულ ბაზარზე", - განაცხადა შულცმა.
მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი შეეხო მოლოდინებს საქართველოში დემოკრატიული სტრუქტურების გაღრმავებასთან, იურიდიულ სისტემასთან დაკავშირებით და ევროკავშირის მხრიდან მოსალოდნელ დახმარებაზე.
"ჩვენ ასევე შევეხეთ ურთიერთობის საკითხებს რუსეთთან, რომელსაც პირადპირი გავლენა აქვს თქვენს ქვეყანაში სიტუაციაზე", - აღნიშნა შულცმა.
მისი თქმით, ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში და გაწული ძალისხმევისთვის მადლობას უხდის.
"სიხარულით ველოდები ჩვენს მომავალ თანამშრომლობას",- განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა.