ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარების და კრიზისების მართვის საკითხებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან „მოკავშირეობის და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების“ შესაძლო გაფორმებით შეშფოთებულია
ამის შესახებ ქრისტოს სტილიანიდისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერმა ევროკომისარს მთავრობის პოზიცია გააცნო და განაცხადა, რომ ეს საქართველოსთვის მიუღებელია.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ეფექტური არაღიარების პოლიტიკის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შენარჩუნებისა და ჟენევის დისკუსიებში აქტიური მონაწილეობისთვის ევროკავშირს მადლობა გადაუხადა.
საუბარი ასევე შეეხო კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებას.