თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე დაიკითხება. ქადაგიძე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაკავებული ექსპერტის ლევან ჩაჩუას საქმეზე მისცმემს ჩვენებას. იგი ბრალდების მხარის მოწმეა.
ამასთან დღევანდელ პროცესზე დაიკითხებიან, აგრეთვე, ზურაბ ჟვანიას ნათესავი თამილა აფაქიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.