ირაკლი ღარიბაშვილი მიგელ არიას კანიეტესს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი მიგელ არიას კანიეტესს შეხვდა

პრემიერის და კლიმატური ცვლილებების და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის შეხვედრის ძირითადი თემები საქართველოში ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობა იყო

მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის პერსპექტივები. როგორც პრემიერმა ევროკომისართან შეხვედრისას აღნიშნა, ამ მიმართულებით მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულებისთვის საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს.

ევროკომისარმა მზადყოფნა გამოთქვა, უშუალოდ ჩაერთოს მოლაპარაკებებში, წარმატებული შედეგის მიღწევის მიზნით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს, სამხრეთის დერეფნის განვითარების პერსპექტივებს და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს.