აუდიტის სამსახური მთავრობის ადმინისტრაციაში, სასჯელაღსრულების სამინისტროსა და შსს-ის მთვარ სამმმართველოში შევა

აუდიტის სამსახური მთავრობის ადმინისტრაციაში, სასჯელაღსრულების სამინისტროსა და შსს-ის მთვარ სამმმართველოში შევა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური წლის ბოლომდე მთავრობის ადმინისტრაციაში, სასჯელაღსრულების სამინისტროსა და შსს-ის მთვარ სამმმართველოში შევა.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განაცხადა.

"დაახლოებით თვენახევარში შევალთ მთავრობის კანცელარიაში, სასჯელაღსრულების სამინისტროსა და შსს-ს მთავარ სამმართველოში. Aამ უკანასკნელთან დაკავშირებით ველოდებით იმ ჯგუფის გათავისუფლებას, რომელიც ახლა თავდაცვის სამინისტროში მუშაობს – სწორედ მას ეხება სამართალდამცავი სისტემა. მთავრობის კანცელარია სხვა დეპარტამენტის საკურაციო სფეროა. ისიც დაახლოებით ამ პერიოდში შეძლებს შემოწმების დაწყებას. სამივე უწყებაში წლის ბოლომდე შევალთ", - განმარტა თორდიამ.

გენერალური აუდიტორის თქმით, აღნიშნული სამი უწყებიდან არც ერთ მათგანს აუდიტის სამსახურისთვის ფინანსური საქმიანობის შესწავლა თავად არ უთხოვია.

"ამ ეტაპზე მსგავსი თხოვნით თავად არ მოუმართავთ", - აღნიშნა გენერალურმა აუდიტორმა.