შიდა პოლიტიკურ ბრძოლას უკავშირდება მაინცდამაინც თავდაცვის სამინისტროზე ატეხილი ხმაური

შიდა პოლიტიკურ ბრძოლას უკავშირდება მაინცდამაინც თავდაცვის სამინისტროზე ატეხილი ხმაური

მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროზე ფოკუსირება აჩვენებს, რომ პოლიტიკური ინტერესი საკმაოდ მაღალია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა თავდაცვის სამინისტროში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

"რა დარღვევებზეც არის საუბარი, არ მგონია, თავდაცვის სამინისტრო რამეთი იყოს გამორჩეული შს სამინისტროსგან თუ სხვა სამინისტროებისგან. სხვათა შორის, ესეც ითქვა აუდიტის სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებებში. ასე ფოკუსირება მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროზე, ამ ბოლო პერიოდის მოვლენები აჩვენებს, რომ ინტერესი საკმაოდ მაღალია და შიდა პოლიტიკურ ბრძოლას უკავშირდება მაინცდამაინც ამ სამინისტროზე ატეხილი ხმაური", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.