ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო და ევროპარლამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას მხარი დაუჭირა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე კენჭისყრა 48 ხმით 1-ის წინააღმდეგ დასრულდა. რეზოლუციაში აღნიშნულია, ევროპარლამენტი მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მიზნით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რუსეთს კი მოუწოდებს, პატივის სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება. დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს სასამართლო სფეროში განხორციელებულ რეფორმებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების შტოები ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს, გამოძიების დროს კი პოლიტიკური მოტივაცია გამოირიცხოს.

საგარეო ურთიერთობა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციის პროექტი დეკემბერში დასამტკიცებლად უკვე ევროპარლამენტის პლენარულს სესიაზე გავა, სადაც ასევე მოხდება ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია.