თავდაცვის უწყებაში 2011-2012 წლებში დარღვევები იყო, 2013 წელთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება არ შემიძლია

თავდაცვის უწყებაში 2011-2012 წლებში დარღვევები იყო, 2013 წელთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება არ შემიძლია

მე მაქვს ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროში 2011-2012 წლებში სერიოზული დარღვევები იყო, 2013 წელთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება არ შემიძლია, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც 2013 წელს თავდაცვის სამინისტროში დარღვევები იკვეთება.

"მე თავს შევიკავებდი ყველა ამ ტიპის განცხადებებისთან. მე ზოგადად მაქვს ინფორმაცია, რომ სერიოზული დარღვევები იყო 2011-2012 წლებში. 2013 წელთან დაკავშირებით არ შემიძლია გავაკეთო განცხადებები, რამდენადაც ეს ყველაფერი ნდობის ჯგუფის ფორმატში განიხილება, როდესაც დამთავრდება ნდობის ჯგუფის შეხვედრა, მაინც ვერანაირ კონკრეტულ ინფორმაციას ვერ მოგცემთ. დაგიდასტურებთ თავად ლაშა თორდიას განცხადებიდან იმას, რომ პროკურატურაში გარკვეული მასალა გადაგზავნილია, რომელიც 2011-2012 წლებს შეეხება", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.