ირაკლი ალასანია გორში მხარდამჭერებს ხვდება

ირაკლი ალასანია გორში მხარდამჭერებს ხვდება

შეხვედრა გორის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ მიმდინარეობს. ირაკლი ალასანიასთან ერთად მხარდამჭერებთან შესახვედრად ალექსი პეტრიაშვილი, თამაზ შიოშვილი და ზურაბ აბაშიძე ჩამოვიდნენ.

შეხვედრის დაწყებამდე ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ აქტიურ კამპანიას მისი გუნდი მომავალი წლის თებერვლიდან დაიწყებს.

ალასანიას განმარტებით, თითოეული სოფლის მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრებს მოაწყობენ და მათ სამომავლო გეგმებს მოქალაქეებს პირადად გააცნობენ.

„ჩვენ წინა რეჟიმის შესაცვლელად აქტიურად ვიყავით ჩართულები ყველა პროცესში და ეს ხალხმა კარგად დაინახა. ამჟამად მოსახლეობის წინაშე არსებული რეალობა ასეთია, ერთ მხარეს დღევანდელი მთავრობა, მეორე მხარეს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელთანაც საერთო არაფერი გვაქვს და არც გვექნება. და შუაშია მოლოდინი, რას იზავენ „თავისუფალი დემოკრატები“, ჩვენ სწორედ ეს მოლოდინი უნდა გავამართლოთ და იმედგაცრუებულ მოსახლეობას ნდობა უნდა აღვუდგინოთ",- აღნიშნა ალასანიამ.

შეხვედრას ესწრებიან „თავისუფალი დემოკრატების" მხარდამჭერები კასპის, ხაშურის და ქარელის მუნიციპალიტეტებიდან.

შეხვედრა სავარაუდოდ, 14:00 საათამდე გაგრძელდება. დღესვე გახდება ცნობილი რეგიონული ოფისის გახსნის თარიღი და ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ვინაობაც.