ფინასთა მნინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლამდე 3 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა.
როგორც ხადურმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ივანიშვილის მიერ საქართველოში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, მათ შორის ეკლესია- მონასტრების, სკოლების აღორძინება და ძალოვანი უწყებების გადაიარაღება.
,,ბიძინა ივანიშვილის თანხები სწორედ ამ მიმართულებებს მოხმარდა. ბატონი ბიძინა, ბევრს აკეთებდა და კვლავ გააკებეს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
კითხვა ბიძინა ივანიშვილის ხარჯების შესახებ პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა დასა.