თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე საერთო საცხოვრებლის შენობიდან მამაკაცი გადმოხტა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება უკვე დაწყებულია და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შემთხვევა დღეს მოხდა, გარდაცვლილის ცხედარი უკვე გადასვენებულია პროზექტურაში.