ქვეყნის მასშტაბით პენსიებს 2015 წლიდან 5 წლის განმავლობაში ისევ "ლიბერთი ბანკი" დაარიგებს. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში დღეს გახდა ცნობილი.
"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, განაცხადი პენსიების დარიგების ტენდერს მხოლოდ "ლიბერთი ბანკს" ჰქონდა შეტანილი და შესაბამისად გამარჯვებულადაც ის გამოცხადდა.