"ცოტა გავბრაზდი, როდესაც პრეზიდენტმა დათო კირვალიძე ისე მოიხსენია, როგორც მოიხსენია."

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლას აფასებს და მას გარკვეულ საკითხებში არ ეთანხმება .

„ცოტა გავბრაზდი, როდესაც პრეზიდენტმა დათო კირვალიძე ისე მოიხსენია, როგორც მოიხსენია. მიმაჩნია, რომ არ არის სწორი, როდესაც არ ამბობ სიმართლეს. დათო კორვალიძე არ ყოფილა ბრალდებული და ეჭვმიტანილი კორუფციაში. ზოგადად, ვიზიარებ კონცეფციას იმის შესახებ, რომ ინსტიტუტები უნდა გაძლიერდეს ქვეყანაში და ყველა ინსტიტუტი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მოქმედებდეს მაქსიმალური სიზუსტით და ურთიერთპატივისცემით. პრეზიდენტმა ისაუბრა, რომ არ უნდა ხდებოდეს ცალკეული დებულებების დროში გადადება. ბოდიშს ვიხდი პრეზიდენტთან და მის მრჩევლებთან, მაგრამ ეს არ არის სწორი კონცეფცია. თუმცა კონკრეტულად რასაც გულისხმობდა, ამას ვეთანხმები“,- განაცხადა ხიდაშელმა.