ავღანეთში, ბაგრამის სამხედრო ბაზაზე სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

ავღანეთში, ბაგრამის სამხედრო ბაზაზე სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

შემთხვევა ქართველი სამხედროების პატრულირების დროს მოხდა, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ბაგრამის ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სამხედროები სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.