უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უფრო მაღელვებს, ვიდრე ავსტრალიასთან რუსეთის ხომალდების გამოჩენა

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უფრო მაღელვებს, ვიდრე ავსტრალიასთან რუსეთის ხომალდების გამოჩენა

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა ავსტრალიის სანაპიროებთან რუსეთის კუთვნილი ხომალდების გამოჩენაზე მნიშვნელოვანია.

"მე უფრო მეტად რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და მინსკის მოლაპარაკებების შეუსრულებლობა მაღელვებს ისევე, როგორც მოვლენების საგანგაშო განვითარება, რაც იარაღის მიწოდებას უკავშირდება. აი, რა მაღელვებს და რას განვიხილავთ "დიდი ოცეულის" სამიტის კულუარებში", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ახალი ზელანდიის პრემიერთან ჯონ კისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მსოფლიო ლიდერები ავსტრალიის ქალაქ ბრისბენეში "დიდი ოცეულის" სამიტზე დასასწრებად იკრიბებიან. სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება.

ავსტრალიის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ოთხი რუსული სამხედრო ხომალდის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯულია ბიშოპის განცხადებით, საერთაშორისო წყლებში რუსეთს ხომალდების გადაადგილების უფლება აქვს. თუმცა, მისივე თქმით, რუსულ ხომალდებზე დეტალური მონიტორინგი ხორციელდება.